კრიმინალურ სამყაროში „ლავასოღლის“ სახელით ცნობილი პირის ნამდვილი სახელი და გვარი მინდია გორაძეა. იგი ბათუმშია დაბადებული, 37 წლისაა და არაოფიციალური ინფორმაციით, ამჟამად თურქეთში ცხოვრობს. მინდია გორაძე სანამ კრიმინალურ სამყაროს დაუკავშირდებოდა, მანამდე სპორტით, ჭიდაობით იყო დაკავებული. იგი პირველად 2006 წელს დააკავეს და სასჯელს ბათუმის ციხეში იხდიდა. ე. წ. „კანონიერ ქურდად“ მინდია გორაძეს 2013 წლიდან მიიჩნევენ. 2013 წლიდან […]
↧
ვინ არის ე.წ. კანონიერი ქურდი „ლავასოღლი“, რომელსაც შსს-მ ბრალი წარუდგინა
↧
ტყეში ნაპოვნი ქალის ცხედრის საქმეზე 75 წლამდე კაცი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ირემაძეების ტყეში ნაპოვნი ქალის ცხედრის საქმეზე, 75 წლამდე კაცია დაკავებული. ოფიციალური ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით ადამიანის მკვლელობას გულისხმობს. აღიარებს თუ არა დაკავებული ბრალს, შს სამინისტროს პრესსამსახურში გვითხრეს, რომ ამის შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ. ქალის ცხედარი სოფლის ტყეში 13 ივლისს, გვიან ღამით იპოვეს. გარდაცვლილი ქალი […]
↧
↧
როდის გამოაცხადებს მერია ტენდერს სივრცით-ტერიტორიული სქემის მომზადებაზე
სივრცით-ტერიტორიული სქემის მომზადებაზე ბათუმის მერიას ელეტრონული ტენდერი ივლისის დასაწყისში უნდა გამოეცხადებინა, ამის შესახებ ინფორმაცია „ბათუმელებს“ მერმა ლაშა კომახიძემ მიაწოდა: „ფაქტობრივად, უკვე გვაქვს სივრცითი მოწყობის გეგმარებითი ტექნიკური დავალება, ეს დოკუმენტი დასრულებულია. მომზადდა ჩვენი სამსახურის და კონტრაქტით აყვანილი შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტების მიერ. ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტია, რომელიც საბოლოოდ იქნება განმაპირობებელი იმ გეგმარებითი დავალების, რაც ჩამოაყალიბებს თუ რა […]
↧
რომელ ქუჩებზეა განთავსებული ბათუმში შსს-ს ვიდეოკამერები
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით ზაფხულის სეზონისა და ტურისტული ნაკადის ზრდასთან ერთად, ქალაქ ბათუმში 114 ლოკაციაზე შსს-მ, მერიის მხარდაჭერით, 125 ზოგადი ხედვის კამერა სრული დატვირთვით აამოქმედა. კამერები საგზაო მონაკვეთების გარდა, ტურისტულ ზონებშია განთავსებული, მათ შორის ძველ ბათუმში და ბულვარის ტერიტორიაზე. „ავტო-საგზაო შემთხვევების შემცირების გარდა, კამერები დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას, კრიმინალური შემთხვევების უმოკლეს ვადაში გახსნასა და ზოგადად უსაფრთხო […]
↧
მთელი დღეები ზღვაზე
ზღვაზე გასარუჯად დაწოლილი და მობანავე ხალხის გარდა ხშირად შეხვდებით მათ, ვისი საქმეც პლაჟზე სამსახურია და ბანაობისთვის დრო ნაკლებად აქვთ. ცხელი სიმინდი, რეზინის ფეხსაცმელები ზღვისთვის, ხილი, ცივი ყავა, წყალი, ფერად-ფერადი „კამერები” და ინდური სამოსაც კი – ბევრი რამ იყიდება პლაჟზე. აქ მომუშავეები მთელ დღეს ზღვაზე ატარებენ. უმრავლესობა გადაღებას არ თანხმდება, თუმცა მათ შორის ისეთებიც არიან, ვინც სიამოვნებით […]
↧
↧
საგამოძიებო: სარფისა და ვალეს საბაჟოზე 11, 2 კგ ოქროს მალულად შემოტანა აღიკვეთა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ოთხი ფაქტი გამოავლინეს. გამოძიებით დადგინდა, რომ სამ შემთხვევაში, დანაშაულში მხილებული პირები, საბაჟო გამშვები პუნქტის „სარფის“ გავლით, საქართველოს საბაჟო საზღვარზე საბაჟო კონტროლისაგან მალულად არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანას ცდილობდნენ. ხოლო ერთ შემთხვევაში, ბრალდებული, საბაჟო გამშვები პუნქტის […]
↧
გატარებული ხორცის შენახვის ვადა 6 საათია –კიდევ რა უნდა ვიცოდეთ ხორცის შეძენისას
სურსათის ეროვნული სააგენტო, რეკომენდაციებს ავრცელებს – თუ რა უნდა გაითვალისწინოს მომხმარებელმა ხორცის შეძენისას. უპირველ ყოვლისა აუცილებელია, რომ ხორცის რეალიზაციისას და შეძენისას ხორცი მოთავსებული იყოს სამაცივრე განყოფილებაში. იდეალურ პირობებში, ხორცის შენახვის საუკეთესო ტემპერატურა არის +6 გრადუსი. მომხმარებელმა ხორცის შეძენისას ყურადღება უნდა მიაქციოს (დახლზე ან დახლში განთავსებულ) ეტიკეტირებას, რადგან ეტიკეტზე მოთავსებულია ყველა ის ინფორმაცია, რომელიც აუცილებლად უნდა იცოდეს […]
↧
ქართველმა მძღოლებმა სარფში თურქულ მანქანებს ავტომაგისტრალი გადაუკეტეს
ქართველი მძღოლების ერთმა ნაწილმა, რომლებსაც თურქეთის ტერიტორიაზე მგზავრები გადაჰყავთ, სარფში, დღეს 19 ივლისს, გზა გადაკეტეს. აქციის მონაწილეების მიერ ავტომაგისტრალი ამ დროისთვის [12:00 სთ] გადაკეტილია. მძღოლებმა, რომლებიც თავს დაზარალებულად მიიჩნევენ, აქცია ათი დღის წინ, ბათუმში თურქეთის საკონსულოსთანაც გამართეს. მათი თქმით, თურქეთში პოლიციამ ისინი უსამართლოდ დააჯარიმა და ავტომანქანები ჩამოართვა. ამასთან, ქართველ მძღოლებს თურქეთში არასათანადოდ ეპყრობიან, ტრაპიზონში საქართველოს საკონსულოში კი […]
↧
აჭარის უმაღლეს საბჭოში მთავრობის თავმჯდომარეობისა და მინიტრობის კანდიდატებს უსმენენ
ამ წუთებში აჭარის უმაღლეს საბჭოში კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე უმაღლესი საბჭოს წევრები მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატს თორნიკე რიჟვაძეს უსმენენ. სხდომაზე იმყოფებიან ასევე რიჟვაძის მიერ შერჩეული მინისტრობის კანდიდატები: სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატი – ტიტე აროშიძე, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატი – ჯაბა ფუტკარაძე, განათლების მინისტრობის კანდიდატი ინგა შამილიშვილი და ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატი ზაალ მიქელაძე. ეს ორი უკანასკნელი ზურაბ […]
↧
↧
რობერტ პლანტი ბათუმში
რობერტ პლანტის კონცერტის დაწყებამდე სულ რამდენიმე საათი რჩება. ფესტივალის პირველი დღის ბილეთები მალევე გაიყიდა ბოლომდე. Led Zeppelin-ის ლეგენდარული ვოკალისტი, რობერტ პლანტი უკვე ბათუმშია, შერატონში დაბინავდა და კონცერტისთვის ემზადება. პლანტი ბათუმში გუშინ, 18 ივლისს ჩამოვიდა. შავი ზღვის რიგით მე-12 ჯაზ ფესტივალს რობერტ პლანტი ჯგუფ Sensational Space Shifters-თან ერთად დღეს, 19 ივლისს Black Sea Arena-ზე გახსნის. ფესტივალის […]
↧
აფხაზი გოგონების ცხოვრება და მომავალი ბათუმში
ოთახში მიყოლებით შემოდიან, მერხებთან სხდებიან და შესცქერიან თავიანთ მასწავლებელს, რომელიც დიდი ხანი არ არის, რაც მათ აფხაზურ ენას ასწავლის. მწვანე დაფაზე ერთმანეთის მიყოლებით ჩნდებიან ასოები და ისმის ბგერები, რომელიც აფხაზმა გოგონებმა დაბადებიდან 16-17 და კიდევ უფრო დიდი ხნის შემდეგ, პირველად წარმოთქვეს. თანამედროვე, ბათუმელი აფხაზებისთვის აფხაზური „ბაბუების ენაა“, რადგან ამ ენაზე საუბარი მხოლოდ მათგან ესმით ან […]
↧
თორნიკე რიჟვაძის მამამ ხელვაჩაურის პოლიციის სამმართველოს უფროსის თანამდებობა დატოვა
„ბათუმელების“ ინფორმაციით, ხელვაჩაურის პოლიციის სამმართველოს უფროსმა, დავით რიჟვაძემ თანამდებობის დატოვების შესახებ პატაკი დაწერა და ის სამინისტროს კადრების განკარგულებაში გადავიდა. დავით რიჟვაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატის, თორნიკე რიჟვაძის მამაა. დავით რიჟვაძე ამ თანამდებობაზე 2018 წლის იანვრიდან მუშაობდა, მანამდე იგი ბათუმის პოლიციის სამმართველოს მეშვიდე განყოფილებაში მუშაობდა, 2017 წელს კი შუახევის რაიონული სამმართველოს უფროსი იყო. დავით რიჟვაძის შესახებ […]
↧
ბათუმის მერიამ შშმ პირების ასისტენტების გადამზადება დაიწყო
ბათუმის მერიამ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების ასისტენტების გადამზადება დაიწყო. ასისტენტები გადამზადების 7 დღიან მიზნობრივ კურსს გაივლიან. პროგრამის ფარგლებში 8 ასისტენტია შერჩეული, რომლებიც, საჭიროების შემთხვევაში, უსინათლო შშმ პირებისა და ეტლით მოსარგებლე შშმ პირების გაცილებას უზრუნველყოფენ. საწყის ეტაპზე აღნიშნული სერვისით 48 ბენეფიციარი ისარგებლებს. ერთი ასისტენტი ექვს ბენეფიციარს მოემსახურება დათითოეულს კვირაში ორჯერ გაუწევს დახმარებას. პროგრამა საპილოტეა და წელს პირველად ხორციელდება, მისი ბიუჯეტი 28 ათას 800 ლარს შეადგენს.
↧
↧
თურქეთში ქართულ მანქანებს 2018 წლის 31 ივლისამდე არ დააჯარიმებენ –საკონსულო
საქართველოს გენერალურ საკონსულოში ქალაქ ტრაპიზონში, ქართველი მძღოლების აქციასთან დაკავშირებით აცხადებენ, რომ თურქული მხარე, შეთანხმებისამებრ, არ აპირებს ქართული მანქანების დაჯარიმებას 2018 წლის 31 ივლისამდე. თუმცა, ლიმიტირებულია იმ მანქანების რაოდენობა, რომლებსაც თურქეთში ტურისტული ჯგუფები გადაჰყავთ. „ბათუმელების“ ინფორმაციით, თურქული მხარე ელოდება საქართველოსა და აჭარის ახალი მთავრობების ფორმირების პროცესის დასრულებას, რის შემდეგადაც კიდევ უფრო გააქტიურდება მოლაპარაკებები ორ მხარეს შორის, მგზავრთა გადაყვანის საკითხების […]
↧
წარმატებული ტურისტული სეზონი აჭარაში
აჭარაში ზაფხულის ტურისტული სეზონი წარმატებით მიმდინარეობს. რეგიონში უცხოელი ვიზიტორების განსაკუთრებული სიმრავლე შეინიშნება. ივნისის მონაცემებით ვიზიტორების რაოდენობა გაზრდილია რეგიონში ტურისტულად მიმზიდველ ადგილებშიც. არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით, 2018 წლის ზაფხულის ტურისტული სეზონი გამორჩეული იქნება. რეგიონში ტურისტების მოსაზიდად სარეკლამო აქტივობებს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი 16 სამიზნე ქვეყანაში ანხორციელებს, რაც აქტიურ ონლაინ რეკლამას, გარე რეკლამას, საბორტო/სამოგზაურო ჟურნალისტებში სარეკლამო სტატიების განთავსებასა და […]
↧
მერია: კოლონები უნდა ამოიღოს –„ევრო პარკი“ ბუნგალოს აკვაპარკთან უნებართვოდ გეგმავდა
ბათუმის პლაჟზე, აკვაპარკის მიმდებარედ უნებართვო სამუშაოები შპს „ევრო პარკმა“ დაიწყო. ბათუმის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის მშენებლობაზე ზედამხედველობის განყოფილებამ კომპანია უნებართვო სამშენებლო სამუშაოების გამო გააფრთხილა. კომპანიამ მითითებულ ვადაში პლაჟიდან ხიმინჯები უნდა ამოიღოს და ტერიტორია პირვანდელ მდგომარეობაში მოიყვანოს, წინააღმდეგ შემთხვევაში კანონმდებლობით გათვალისწინებული ჯარიმა დაეკისრება. „ჩვენ ვაწარმოეთ მოკვლევა, გვაინტერესებდა რაიმე ნაბართვა იყო თუ არა გაცემული, გავიდა თუ […]
↧
გასართობი ღონისძიებები ბულვარის კოლონადებთან [ანონსი]
„ბათუმის ბულვარის“ ინფორმაციით, 20 ივლისს, ბათუმის ბულვარის კოლონადებთან, მსოფლიოს 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადის თემატიკაზე სპეციალური სივრცე მოეწყობა. ბულვარის მიერ გაწერილი პროგრამის ფარგლებში, მთელი დღის მანძილზე იგეგმება სხვადასხვა აქტივობები, მათ შორის ქორეოგრაფიული, მუსიკალური შოუები და გასართობი თამაშები. სტუმრებს საშუალება ექნებათ მონაწილეობა მიიღონ ფოტოსესიებსა და ქვიზ-შოუში. გაიმართება ერთდროული თამაშები დიდოსტატთან. ღონისძიება 18 საათზე დაიწყება. ჭადრაკის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით დაგეგმილ ამ […]
↧
↧
„95 წლისაც რომ გახდეს, მაინც იქნება ბიჭი, რომელიც თაობებს ჩაუძვრა სულში“
რობერტ პლანტის კონცერტის დაწყებამდე სულ ცოტა დრო რჩება. შეკვეთილში, „ბლექ სი არენასათან“ ხალხი უკვე შეიკრიბა, ლეგენდარული მომღერლის მსმენელები არა მარტო საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ უცხოეთიდან არიან ჩამოსული. მწერალი ანა კორძაია-სამადაშვილი რობერტ პლანტის კონცერტზე თბილისიდან დღეს ჩამოვიდა, რამდენიმე მეტრის იქეთ რობერტ პლანტი ასწორებს ხმას ინსტრუმენტებზე და ნაცნობი სიმღერების ნაწყვეტები ისმის. ანა კონცერტამდე საკუთარ მოლოდინებსა და შეგრძნებებზე […]
↧
კანონიერ ქურდობაში ბრალდებულების საქმე –ათი პირიდან ციხეში წასვლა არც ერთს არ უნდა
„ჩვენ ვართ ბრალდებულები, არ მოგვმართოთ სახელებით“ – ეს იყო ბრალდებულების მოთხოვნა მოსამართლისადმი. 19 ივლისს, გვიან საღამოს დასრულდა ბათუმის საქალაქო სასამართლოში ქურდული სამყაროს წევრობაში ბრალდებული 10 პირის მიმართ აღკვეთი პროცესი. ყველა მათგანის ადვოკატმა სთხოვა მოსამართლეს არ გამოეყენებინა ბრალდებულების მიმართ საპატიმრო ღონისძიება – ისინი გირაოს საფუძველზე გათავისუფლებას ითხოვდნენ. მოსამართლემ ათივე პირი პატიმრობაში დატოვა. საქმის მასალების მიხედვით, ბრალდებულები […]
↧
სამძიმარი არ იქნება –ტრანსგენდერ ქალს ექსპერტიზის ბიუროდან სასაფლაოზე გადაასვენებენ
24 წლის ტრანსგენდერი ქალი, ლიკა, რომელიც საზოგადოებას მხარდაჭერას სთხოვდა, გუშინ, 19 ივლისს გარდაიცვალა ბათუმის შიდსისა და ტუბერკულოზის ცენტრში. მისი ცხედარი ბათუმის სამხარაულის ბიუროშია ექსპერტიზაზე და ოჯახის წევრის განცხადებით, ლიკას პირდაპირ ექსპერტიზის ბიუროდან გადაასვენებენ სასაფლაოზე, სახლში მისვენების და სამძიმრის გარეშე. ლიკას ბებია ამბობს, რომ ოჯახი ნაქირავებში ცხოვრობს, გარდა ამისა, ლიკა მძიმედ იყო ავად და მისი სახლში […]
↧