არასამთავრობო ორგანიზაცია „ბათომი“, რომელიც უკვე წლებია კულტურული მემკვიდრეობისა და ქალაქმშენებლობის საკითხებზე მუშაობს, ახალ პროექტს იწყებს. პროექტის მიზანია ქალაქის ურბანული განვითარების ხელშეწყობა. „ბათომის“ ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში ადგილობრივი და მოწვეული სპეციალისტების ჩართულობით, ბათუმის მერიისა და აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთან ერთად, სახელმწიფო უწყებების ერთიანი და მდგრადი ურბანული პოლიტიკა შემუშავდება. პროექტი „აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინტიტუტის“ ხელშეწყობით განხორციელდება და 14 […]
↧
„ბათომი“ ახალ პროექტს იწყებს –მერია თანამშრომლობისთვის მზადაა
↧
ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები აჭარის მინისტრობის კანდიდატებს ხვდებიან
აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, დღეს, 20 ივლისს, უმაღლეს საბჭოში, აჭარის მთავრობის მინისტრობის კანდიდატებს ხვდებიან. შეხვედრას ესწრება მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატი თორნიკე რიჟვაძეც. „გუშინ ბევრი საკითხის ირგვლივ ვისაუბრეთ ამომწურავად. მიუხედავად იმისა, რომ არ გვაქვს ვალდებულება, მაინც ჩავთვალეთ საჭიროდ [შევხვედროდით ფრაქციის წევრებს]. რეფორმები გატარდება მმართველობის კუთხით, კომუნიკაცია უნდა იყოს არამარტო მოსახლეობასთან, არამედ ინსტიტუციებთან. გადაწყვეტილი გვაქვს […]
↧
↧
„გოუ რობ, გოოოოოუ!”–რობერტ პლანტის კონცერტი შეკვეთილში
როკ-ენ-როლი სიყვარული, ცეკვა, მხიარულება და იმავდროულად დიდი პროტესტიცაა ყველაფერზე, რაც ამ სამს ოდესმე ხელს შეუშლის. როკ-ენ-როლი არც სქესს და ასაკს ცნობს: ამაში რობერტ პლანტის კონცერტამდე ორი საათით ადრე, „ბლექ სი არენას“ ეზოშიც კი დარწმუნდებოდით. პლანტის მსმენელებს ასაკი არ აქვთ: ბაბუა-ბებიები, მშობლები და შვილები, შვილიშვილები: სასწაულის მომლოდინე სახეებით ყველა იღიმის. ყველა კარგ ხასიათზეა. მსმენელი ჯერ ეზოში […]
↧
ძაფის მწარმოებელი კომპანია „ჯეოფიბრე“ სისხლის უანგაროდ გაღების აქციას შეუერთდა
„გაიღე სისხლი – გადაარჩინე სიცოცხლე“, – ამ სლოგანით მეტალიზირებული ძაფის მწარმოებელ კომპანია GEOFIBRE-ში სისხლის უანგაროდ გაღების აქცია გაიმართა. სისხლი ქარხნის მენეჯმენტმა და მუშებმა გაიღეს. ბათუმის რეფერალური საავადმყოფოს სისხლის ბანკის ხელმძღვანელი შალვა ბაცაძე ამბობს, რომ ჩვენს ქვეყანაში სისხლის უანგაროდ გაღება პოპულარული არ არის. მისივე თქმით, კარგი იქნება, თუ ეს პრაქტიკა შეიცვლება: „მედიცინის ყველა დარგი საჭიროებს სისხლს. ნებისმიერი […]
↧
თორნიკე რიჟვაძე დავით გაბაიძესთან ნათესაობაზე: ჩვენი მეუღლეები არიან ნათესავები, ჩვენ არა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატს, თორნიკე რიჟვაძეს, აჭარის უმაღლესი საბჭოს ოპოზიციური ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებთან შეხვედრაზე ჰკითხეს, არის თუ არა ის აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, დავით გაბაიძის ნათესავი. თორნიკე რიჟვაძის თქმით, ისინი ნათესავები არ არიან: „მეუღლეები არიან ნათესავები, ჩვენ არა“. კითხვაზე, ხომ არ შეუშლის ეს ხელს მათ მუშაობაში, თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა: „ეს უფლებამოსილების განხორციელებაში ხელს არ […]
↧
↧
მერია ვაკანტურ პოზიციებზე განმეორებით კონკურსს აცხადებს
ბათუმის მერის ლაშა კომახიძის ინფორმაციით, 17 ვაკანტურ პოზიციაზე მერიაში, სადაც საკონკურსო კომისიამ გამარჯვებული ვერ გამოავლინა, კონკურსი განმეორებით ჩატარდება. მერს არ დაუკონკრეტებია დაახლოებით როდის გეგმავს კონკურსის გამოცხადებას. თუმცა განმარტა, რომ რამდენიმე სამსახურის ვერ დაკომპლექტების მიზეზი ამ სამსახურებში სახელფასო სარგოების ოდენობას უკავშირდება, მიუხედავად ამისა, ხელფასების გაზრდა არ იგეგმება: „კონკურსის შედეგად რამდენიმე სამსახურის დაკომპლექტება მოხდა შიდა რესურსით – […]
↧
რას ჰყვება ბაბუა, რომელიც ტრანსგენდერ შვილიშვილს უვლიდა
ტრანსგენდერ ქალს, 24 წლის ლიკას, რომელიც საზოგადოებას მხარდაჭერას მედიის საშუალებით სთხოვდა, სიკვდილის წინ ბაბუა უვლიდა. ლიკამ, რომელიც მძიმედ იყო ავად, სწორედ ბაბუასთან დაკავშირება და დახმარების თხოვნა არჩია. ლიკა ბაბუას პირველი შვილიშვილი იყო. ლიკას ბაბუა, ავთო, 68 წლისაა. მან არ იცის, სად და როდის დაკრძალავენ ლიკას. ლიკას მშობლები გაშორებული არიან და ლიკას დაკრძალვის საკითხს ახლა ლიკას დედა და […]
↧
აჭარის მთავრობის ახალ შემადგენლობას უმაღლესი საბჭო ხვალ უყრის კენჭს
აჭარის უმაღლესი საბჭო ხვალ, 21 ივლისს, რიგგარეშე სხდომაზე კენჭს უყრის აჭარის მთავრობის ახალი შემადგენლობის დამტკიცებას. აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე უმაღლეს საბჭოში თორნიკე რიჟვაძის კანდიდატურაა წარდგენილი. მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად, თანამდებობაზე დასამტკიცებლად კენჭი ეყრება მთავრობის წევრი ოთხი მომავალი მინისტრის კანდიდატურასაც: სოფლის მეურნეობის მინისტრად – ტიტე აროშიძე, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრად – ჯაბა ფუტკარაძე, განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრად […]
↧
ბულვარში ეროვნულ უმცირესობათა ფესტივალი გაიმართება [ანონსი]
ქალაქ ბათუმის ზღვისპირა ბულვარში, კოლონადებთან 2018 წლის 31 ივლისს, 19:00 საათიდან გაიმართება ეროვნულ უმცირესობათა ფესტივალი ბულვარის კოლონადებისკენ მიმავალ ალეაზე მოეწყობა „კუთხე“, სადაც წარმოდგენილი იქნება გერმანული, ბერძნული, უკრაინული, ებრაული, სომხური დიასპორების და აჭარის აფხაზური გაერთიანების ნაციონალური კერძები, სურათები, სამოსი და სხვა ნივთები, რომლებიც ასოცირდება მათ ეროვნებასთან. კოლონადებთან განთავსებულ იმპროვიზებულ სცენაზე გაიმართება კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ეროვნულ უმცირესობათა […]
↧
↧
რობერტ პლანტის ფანი ქუთაისიდან
19 ივლისს ემზარ ჯინჭარაძე ქუთაისიდან შეკვეთილში, Black Sea Arena-ზე რობერტ პლანტის კონცერტზე დასასწრებად ჩავიდა. თან Led Zeppelin-ის ვინილის ფირფიტები წაიღო და იმედი ჰქონდა, რომ რომელიმეზე რობერტ პლანტის ავტოგრაფი გაჩნდებოდა. ემზარმა ლეგენდარულ მუსიკოსს ცოცხლად მოუსმინა, თუმცა მისი ავტოგრაფის მიღება ვერ შეძლო. ემზარმა დახმარება გიორგი კერესელიძეს „ისთერნ პრომოუშენის“ დირექტორსაც სთხოვა, თუმცა უშედეგოდ. „საერთოდ უარი ჰქონდა ნათქვამი ავტოგრაფის […]
↧
ბათუმის საკრებულოს ფრაქცია ენმ-ის ანგარიში და პარტიის თავმჯდომარის კითხვები
„რას აპირებთ, გაგრძელება რა არის ამის?“ – ასეთი რეაქცია ჰქონდა პარტიის ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარეს გიორგი კირთაძეს ბათუმის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მონათხრობზე, რომ მათი ხუთი ინიციატივიდან არცერთი არ განიხილეს, საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის შემდეგ ვერ იღებენ სრულ პასუხებს და ფრაქციის სხდომაზე მერი კითხვებზე საპასუხოდ არ მიდის: სამოცდაათამდე წერილი გავუგზავნეთ მერიას საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით და […]
↧
ბათუმში ფერადი კონცერტები დაიწყო
20 ივლისს ბათუმში ფერადი კონცერტების სერია დაიწყო. კონცერტი საღამოს რვა საათზე ბათუმურმა ჯგუფმა Black Sea-მ გახსნა. მოგვიანებით სცენაზე Sound lab და Killages გამოვიდა და სხვადასხვა მუსიკალური ნომრები შეასრულეს. საღამო ლაშა გურულის სეტით დაიხურა. ფერადი კონცერტები ბათუმში კიდევ ორ დღეს გაგრძელდება. ანბანის კოშკთან სპეციალური სცენაა მოწყობილი, სადაც მუსიკალური ჯგუფები გამოდიან. მასზე დასწრება ნებისმიერ მსურველს უფასოდ შეუძლია. […]
↧
ქობულეთში, ხელვაჩაურსა და ქედაში სასმელ წყალში დარღვევები გამოვლინდა –კვლევის შედეგი
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გასულ თვეში აჭარის სამ მუნიციპალიტეტში – ქობულეთში, ხელვაჩაურსა და ქედაში სასმელი წყლის ლაბორატორიული კვლვა ჩაატარა. წყლის გამანაწილებელი სხვადასხვა ქსელიდან აღებულ წყლის 17 სინჯიდან, დარღვევა 15-ში აღმოჩნდა. სინჯები კი, ძირითადად, სხვადასხვა საბავშვო ბაღის სამზარეულოებში იყო აღებული. აღნიშნულ სინჯებში, სეს-ის მონიტორინგის [აპრილი-ივნისი] შედეგების მიხედვით, შემდეგი მიკრობიოლოგიური დარღვევები გამოვლინდა: სასმელ წყალში აღმოჩნდა საერთო კოლიფორმები [რაც ნორმით […]
↧
↧
ბათუმის თევზის ბაზარში შავი ზღვის ხამანწკები დაბრუნდნენ
გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფ სახეობად მიჩნეული შავი ზღვის ხამანწკა ბათუმის თევზის ბაზარში დაბრუნდა და კილოგრამი 30 ლარად იყიდება. ინფორმაციას ამის შესახებ ინფორმაცია გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსმა არჩილ გუჩმანიძემ გაავრცელა. გუჩმანიძის თქმით, ბოლო 45 წლის განმავლობაში, შავი ზღვის ხამანწკა პირველად 2016 წელს აღმოაჩინეს. სახეობა იმდენად გამრავლდა რომ უკვე მისი ბაზარში […]
↧
თორნიკე რიჟვაძე: ბათუმში მეჩეთი ქართული ფულით უნდა აშენდეს
აჭარის უმაღლეს საბჭოში აჭარის ახალი მთავრობის დამტკიცების პროცედურა მიმდინარეობს. კენჭისყრამდე მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატი თორნიკე რიჟვაძე დეპუტატების კითხვებს პასუხობს. უმაღლესის საბჭოს დეპუტატმა ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ასმათ დიასამიძემ, თორნიკე რიჟვაძეს ბათუმში მეჩეთის აშენებასთან დაკავშირებით ჰკითხა: „როცა თქვით, რომ მეჩეთი ქართული ფულით უნდა აშენდეს, რა იგულისხმეთ ქართულ ფულში, იქნებ თქვენი პოზიცია დააფიქსიროთ მეჩეთის შესახებ – თუ არის […]
↧
მაღაზიის გაქურდვის მცდელობის ფაქტზე ქობულეთში ერთი პირი დააკავეს –შსს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ქობულეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევით ჩადენილი ქურდობის მცდელობის ფაქტზე, 1999 წელს დაბადებული თ.ბ. ქობულეთში დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 21 ივლისს, ქობულეთში, აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე სასურსათო მაღაზიის ფანჯარა დააზიანა, შენობაში […]
↧
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე გახდა
დღეს, 21 ივლისს, აჭარის უმაღლესმა საბჭომ რიგგარეშე სხდომაზე, აჭარის მთავრობის ახალი შემადგენლობა დაამტკიცა. როგორც მოსალოდნელი იყო აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე გახდა. 14 მომხრე და ერთი წინააღმდეგი, ასეთი იყო ფარული კენჭისყრის შედეგები. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატებს. რიგგარეშე სხდომას 21 დეპუტატიდან 19 ესწრებოდა. სხდომას არ ესწრებოდნენ: “საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” წევრი ზაზა ოქუაშვილი […]
↧
↧
ფერების ფესტივალი ბათუმში
21 ივლისს ბათუმში ფერების ფესტივალი გაიმართა. ფესტივალი ფერადი კონცერტების სერიის ფარგლებში ჩატარდა და მასში მონაწილეობა ახალგაზრდებმა მიიღეს. იმ დროს როცა ახალგაზრდები ერთმანეთს აფერადებდნენ, ანბანის კოშკთან საგანგებოდ მოწყობილ სცენაზე მუსიკალური ბენდები გამოდიოდნენ. ფერადი კონცერტები დღეს, 22 ივლისს სრულდება. კონცერტზე მისულ მსმენელს საშუალება ექნება Melomaniakk-ს, ASEA SOOL-ს, MokuMoku-ს და Zaza-ს მოუსმინოს. პროექტის ორგანიზატორები არიან: EREDELI და Festival Of Colors […]
↧
ერიკა ბადუ და ჯაზ-ფესტივალის ნიუ-ორლეანელი ვირტუოზები
შავი ზღვის ჯაზ ფესტივალის მეორე დღე ჯაზ ბენდ Trombone Shorty & Orleans Avenue-ს მუსიკით გაგრძელდა კლუბ Take Five-ში ნიუ-ორლეანურმა ბენდმა ბათუმში ზღვის სანაპიროსთან ახლოს მოწყობილ სცენაზე ნამდვილი ქარიშხალი დაატრიალა, რაც მოულოდნელი არ ყოფილა: ბენდი შვიდი მუსიკოსისგან შედგება და სცენაზე ერთდროულად ორი საქსოფონი, ერთი ტრომბონი, დრამი და სამი გიტარა უკრავდა. წარსულს ჩაბარდა დრო, როცა ჯაზი […]
↧
Wyclef Jean შავი ზღვის ჯაზ ფესტივალზე [ფოტო]
21 ივლისს ბათუმში, შავი ზღვის რიგით მე-12 ჯაზ ფესტივალზე მსმენელის წინაშე რეპერი Wyclef Jean წარსდგა. გუშინდელი დღის მთავარმა ჰედლაინერმა გამოსვლა ქართული მრავალჟამიერით დაიწყო, მოგვიანებით კი კონცერტზე მყოფი ყველა ბავშვი სცენაზე მიიწვია და ორი საათის განმავლობაში მათთან ერთთად მღეროდა. კიდევ ერთი ადამიანი, ვისი სცენაზე გამოჩენაც მსმენელისთვის სიურპრიზი აღმოჩნდა, ბერა ივანიშვილი იყო. Wyclef Jean-მა ბერასთან ერთად მისი სიმღერა Parlez-Vous Français […]
↧